რუსეთის პრეზიდენტს ვენაში, ქართველები საპროტესტო აქციით დახვდნენ

0
1849

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ავსტრიაში ვიზიტი ქართველებმა, უკრაინელებმა, ჩეჩნებმა და სირიელებმა ვენის ცენტრში გააპროტესტეს. ისინი ჰოფბურგის სასახლესთან ეროვნული დროშებითა და ტრანსპარანტებით მივიდნენ. სწორედ აქ გაიმართა შეხვედრა, ერთი მხრივ, პუტინს, მეორე მხრივ კი, ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენსა და კანცლერ სებასტიან კურცს შორის. აქციის მონაწილეების პლაკატებზე ეწერა: “პუტინ, შეჩერდი!”; “რუსეთი ოკუპანტია”; “აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” და ა.შ. ჰოფბურგის სასახლედან მომიტინგეები შვარცენბერგფლაცზე გადავიდნენ, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო. საპროტესტო აქცია, პუტინის ფანების მიერ გამართული მისაგებებელი აქციის ფონზე, აქაც შედგა.

მიხეილ ხაჩიძე ვენიდან.

Putin in Vienna

Опубликовано Michael Khachidze 5 июня 2018 г.