მისი თქმით, მსხვილ ტურისტულ ჰოლდინგს Mouzenidis Group-ს საქართველოსთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები აქვს და მომდევნო წლებში ქვეყანაში მილიონი ტურისტის შემოყვანას აპირებს.
“კომპანიის დამფუძნებელი არის წარმოშობით საქართველოდან, თუმცა, ქვეყანაში მხოლოდ 25 წლის შემდეგ ჩავიდა და ადგილზე ნახა, რომ არის ბიზნესის კეთების ძალიან კარგი პირობები და ამიტომ აქვს ამბიციური გეგმები. ჩვენ გვქონდა ერთობლივი ბიზნეს ფორუმი თესალონიკში, რის შმედეგაც მისმა გენერალურმა მდივანმა მისცა ადგილობრივ ტელევიზიას ინტერვიუ, რომ „მუზენიდის ჯგუფი” უახლოეს წლებში 1 მილიონ ტურისტს ჩაიყვანს საქართველოში. არის ბევრი სხვა წინადადებაც. მაგალითად, ერთ-ერთი მსხვილი ამერიკულ-ბერძნული ინტერესის წერილი წინა კვირაში წავიდა კონკრეტულ ენერგეტიკულ პროექტში მონაწილეობის შესახებ. მნიშვნელოვანი თემაა საზღვაო თემაც”,- აცხადებს ელჩი.
მისი თქმით, ასევე ბერძნულ მხარეს, რომელსაც მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის კარგი გამოცდილება აქვს, აქვს სურვილი, რომ ჩაერთოს საქართველოში დაგეგმილ ინფრასრასტრუქტურულ პროექტებში.
„მათთვის ცნობილია, რამხელა გეგმებია და რა მამსშტაბის სამუშაოებია დაგეგმილი გზების ხიდებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებით“,- აცხადებს ელჩი.
მისივე თქმით, საქართველოთი დაინტერესებულია კომპანია „დოლფინ კაპიტალს“, რომელიც ტურისტულ პროექტებს უწევს ორგანიზებას. ელჩის ინფორმაციით, კომპანია აპირებს ტურიზმის სფეროში ცნობილი პირების, რომელბიც სავაჭრო ნიშანს წარმოადგენენ ტურისტული სამყაროსთვის, საქართველოში კერძო თვითმფრინავით ჩამოყვანას და ქვეყნის რეკლამირებას.
წყარო :bm.ge