საფრანგეთში , პარიზის გარეუბანში, ქალაქ ვანვში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსენა.
ცერემონიას ქალაქი მერი, საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთაკომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეკა სირაძე – დელონე, დესპანი გოჩა ჯავახიშვილი და საფრანგეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.