მიხეილ ჯანელიძეს პრემიერი ბახტაძე საგარეო საქმეთა მინისტრად მთავრობის ახალ შემადგენლობაში არ წარადგენს

0
1443

მიხეილ ჯანელიძეს პრემიერი ბახტაძე საგარეო საქმეთა მინისტრად მთავრობის ახალ შემადგენლობაში არ წარადგენს. ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.

ახალი პრემიერის განცხადებით განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები ნამდვილად იქნებიან, თუმცა ამ ეტაპზე  მან მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრების სახელების და გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა და ყველას მოუწოდა, დაელოდონ აღნიშნულ ინფორმაციას.