დონალდ ტრამპმა აშშ-ს საემიგრაციო კანონს სასაცილო და მოძველებული უწოდა და კონგრესს მისი შეცვლისკენ მოუწოდა

0
1101

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმ ადამიანების დაკავების აუცილებლობის შესახებ განაცხადა, რომლებიც უკანაონოდ კვეთენ შტატების ტერიტორიას.

„ყოველთვის უნდა დავაპატიმროთ ადამიანები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში არალეგალურად შემოდიან. 12 ათასი ბავშვიდან 10 ათასი მათი მშობლების მხრიდან იგზავნება ძალიან საშიშ მოგზაურობაში და მხოლოდ 2 ათასი მიდის მშობლებთან ერთად, რომელთაგან ბევრი არაერთხელ ეცადა შემოსულიყო ჩვენ ქვეყანაში არალეგალურად“ ,- დაწერა დონალდ ტრამპმა „twitter“ პირად გვერდზე.

მისი თქმით, ამჟამად კონგრესს საუკეთესო შესაძლებლობა აქვს შეცვალოს სასაცილო და მოძველებული საემიგრაციო კანონები.