ნიუ იორკში თაღლითობის მომზადებასა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ქართველი მოკრივე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

0
1972

 მოსამართლე გადაწყვეტილებას თუ რამდენი წელი მოუწევს ხურციძეს პატიმრობა მიმდინარე წლის 21 სექტემბერს გამოაცხადებს.

საქმის არსებითი განხილვა ავთანდილ ხურციძის დაპატიმრებიდან ერთი წლის თავზე დაიწყო. ქართველ მოკრივეს საქმის მთავარ ფიგურანტთან, ე.წ. კანონიერ ქურდთან რაჟდენ შულაიასთან ერთად ასამართლებდნენ.

შეგახსენებთ, ქართველი სპორტსმენები ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე, აშშ-ში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით გასული წლის 8 ივნისს დააკავეს.

წყარო : https://www.rferl.org/a/us-convicts-two-ex-soviet-organized-gang-members-racketeering-charges-shulaya-khurtsidze/29305642.html