კვიპროსში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, რომელებიც ყალბი დოკუმენტებით მუშაობის უფლებას ითხოვდნენ

0
1839

    კვიპროსში ქალაქ პაფოსში,  საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, რომელებიც ყალბი დოკუმენტებით მუშაობის უფლებას ითხოვდნენ. Sigma Live-ის ინფორმაციით, დაკავებულები  ახალგაზრდა ქალბატონები არიან. გავრცელებული ინფორმაციით,  დაკავებულები 19 ივნისს პაფოსის საიმიგრაციო სამსახურში მივიდნენ და მუშაობის ნებართვის მიღება მოითხოვეს  საბერძნეთის და  ლატვიის მოქალაქეების პასპორტების წარადგინის საფუძველზე, თუმცა გადამოწმების შემდგომ წარდგენილი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდა.

მათ პოლიციის  განყოფილებაში გადაყვანის შემდგომ აღიარეს, რომ ყალბი დოკუმენტები საქართველოში 100-200 ევროდ შეიძინეს. სასამართლოში დაკავებულებს ბრალად “კვიპროსის ტეროტირიაზე უკანონოდ ყოფნა” წარედგინათ და მედიის ინფორმაციით, პაფოსის სასამართლომ  წინასწარი ორდღიანი პატიმრობა განუსაზღვრა.