ათენში ანსანმბლ “ერისიონის”  კონცერტი  ჩატარდა.

0
3104

24 ივნისს ათენში ანსანმბლ “ერისიონის”  კონცერტი  ჩატარდა. მონატრებულ ქართველ მაყურებელს, ქართული საგანძურის მცველები საბერძნეთში, ღალაცის ოლიპპიურ სტადიონზე  შეხვდენენ.   ქართული ქორეოგრაფიისა და სიმღერის უბადლო ოსტატების შოუს უამრავი ქართველი ემიგრანტი და მათი უცხოელი მეგობრები დაესწრნენ. საკონცერტო პროგრამა მაყურებლისთვის მონატრებულ სიმღერებს, ცეკვებს და განახლებულ ნომრებს შეიცავდა. მრავალრიცხოვან მაყურებელს შორის, როგორც საბერძნეთში საქართველოს საელჩო ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე პირდებოდა საზოგადოებას საპატიო სტუმრების საკმაოდ წარმომადგენლობითი შემადგენლობა დაესწრო.

საქართველოს საელჩოს კონცერტის წინ გაკეთებული განცხადებებით დამსწრეთა შორის უნდა ყოფილიყვნენ  არაერთი ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და კონსულები, ათენის მერი, ათენის პოლიციის უფროსი, საბერძნეთის მინისტრთა კაბინეტის თითქმის სრული შემადგენლობა და მათ შოროს საბერძნეთის კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. კონცერტს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვია საბერძნეთში ცნობილი მომღერალი თამთა გოდუაძეც, რომლის წარმომადგენელმაც კონცერტის ორგანიზატორისაგან დაწესებული სპეციალური ჯილდოც მიიღო.

ერისიონი ათენში – 24/6/18

ერისიონი ათენში – 24/6/18

Опубликовано georgians.gr Понедельник, 25 июня 2018 г.