კომპანია “სვეტს” ორი კლიენტისთვის მათ მიერ გადახდილი თანხის სრულად უკან დაბრუნება დაეკისრა

0
1389

კომპანია “სვეტს” კლიენტების მიერ გადახდილი თანხის სრულად უკან დაბრუნება დაეკისრა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო. როგორც bm.ge-ს დაზარალებულების ადვოკატმა ირაკლი ბურჭულაძემ განუცხადა, სასამართლომ კომპანიას ასევე დააკისრა სასამართლო ბაჟის და საადვოკატო მომსახურების ანაზღაურებაც, შეწყდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებაც.

ბურჭულაძე ამ ეტაპზე სასამართლოში ორი კლიენტის ინტერესს იცავდა, რომელთა მიერ ბინების მშენებლობისთვის შეტანილი თანხა, ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარია. ადვოკატის ინფორმაციით, მიმდინარეობს სხვა დაზარალებულების სარჩელებზე მუშაობაც.

შეგახსენებთ, რომ კომპანია ,,სვეტის“ მიერ დაზარალებულთა დიდი ნაწილი უცხოეთში მცხოვრები თანმემამულეები არიან და მისი ობიექტები უნებართვო მშენებლობისა და უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, მერიის გადაწყვეტილებით, რამდენიმე თვეა შეჩერებულია.