პრეზიდენტმა ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს საპრეზიდენტო სასახლეში უმასპინძლა

0
1494

აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის წმ. გრიგოლ ხანძთელის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არსებული ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლი „იბერიელები“ პრეზიდენტის სასახლეს ესტუმრნენ, სადაც მათ საქართველოს პრეზიდნტმა უმასპინძლა.ანსამბლის შემადგენლობაში არიან ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბავშვები. ანსამბლის წევრებმა სასახლე დაათვალიერეს და პრეზიდენტთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.