9 სექტემბერს ათენში ქართული საღამოსთვის ემზადებიან

0
2015

საბერძნეთში მცხოვრები ნინო ბელთაძის განცხადებით 9 სექტემბერს ათენში ქართული საღამოსთვის ემზადებიან, სადაც  საქართველოდან ემიგრანტებთან შესახვედრად მოწვეულები იქნებიან  მწერალი და პუბლიცისტი,  ილია ჭავჭავაძისა და სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პრემიის ლაურეატი ერეკლე სარღლიანი, ნოველისტი, მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, ქორეოგრაფი, სპორტსმენი, პედაგოგი, ღირსების ორდენის კავალერი, ხელოვნების რაინდი, ნ. ლორთქიფანიძის პრემიის ლაურეატი, „დედაქალაქის კოლორიტისა“ და ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდების მფლობელი  გივი სიხარულიძე,  მუსიკოსი და  კომპოზიტორი  გია ნიკოლაძე,   ქართული და უკრაინული ნიჭიერის ფინალისტი, მომღერალი –  გოჩა ჭაბუკაიძე ,   მსახიობი, ჟურნალისტი, გადაცემა „ფაბრიკა“–ს წამყვანი  გიორგი გასვიანი , საღამოს კი ნინო ბელთაძის ცნობით  მწერალი და კრიტიკოსი სანდრო ოკრიბელი – და პოეტი ანასტასია (ნანა) დიაკონიძე წაიყვანენ.

,, საბერძნეთში ასი ათასობით ქართველი ვცხოვრობთ. ათეული წელია აქ ვიმყოფებით, მაგრამ ნოსტალგიით გატანჯულები ბედნიერებას მხოლოდ სამშობლოში ვხედავთ, იქ დაბრუნებაზე ვოცნებობთ… ეს ოცნება კი თითქმის აუხდენელი რჩება… სწორედ, ამიტომ ჩვენს მოსაფერებლად ჩამოდიან ჩვენი სატვარელი თანამემალეები, რომ ოდნავ მაინც შეგვიმსუბუქონ სამშობლოს მონატრებით გამოწვეული ტკივილი”  – აცხადებს პროგრამის ორგანიზატორი ნინო ბელთაძე.