ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქციის მწარმოებელმა კომპანია LR -მა ათენში წინასაშობაო გამოფენა გამართა.

0
2156

ათენში,  ჯანმრთელობისა და სილამაზის გერმანულმა კომპანია LR-ის ბერძნულმა წარმომადგენლობამ, რომელიც აწარმოებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის ბუნებრივ და მედიცინის არაერთი მუშაკის შეფასებით უნიკალურ და ხარისხით გამორჩეულ პროდუქციას, ჩვენი თანამემამულე ემიგრანტებისთვის საკუთარი პროდუქციის წინასაშობაო გამოფენა გამართა.

გამოფენაზე მისულ სტუმრებს კომპანიის თანამშრომლებმა, რომელთა შორისაც  არაერთი ქართველი ემიგრანტია წარმოდგენილი პროდუქციის დათვალიერებასთან და მის სასარგებლო თვისებების თეორიულ გაცნობასთან ერთად,  სხვადასხვა სახის მომსახურეობასაც შესთავაზეს, რათა ჯანმრთელობისა და სილამაზის კომპანია LR-ის პროდუქციის დადებით თვისებებსა და უნიკალურ უნარებს გამოფენის მსვლელობისას გაცნობოდნენ.

გამოფენისას სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ასევე კომპანიისაგან წინასაშობაო გათამაშებაშიც მიეღოთ მონაწილეობა და ჯანმრთელობისა და სილამაზის კომპანია LR-ის მიერ დაწესებული არაერთი პრიზის მფლობელებიც გამხდარიყვნენ.

იხ. ვიდეო: