ბესო ჩუბინიძე მათ ვისაც ევროპა გარყვნილების ბუდე გგონიათ…

0
2800

მწერალი და ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე საკუთარ სოციალურ ქსელში საზოგადოებისთვის საყურადღებო განცხადებას აკეთებს და წერს: ,,ვისაც ევროპა გარყვნილების ბუდე გგონიათ და საქართველო კლდემამოსილების სიმბოლო!!!

– საფრანგეთში, კერძოდ პარიზში რამდენიმე წლის წინ აიკრძალა ძალიან მოკლე კაბით სიარული (იტალიაში ეს კანონი ქალაქ კასტელამარე-დე-სტაბიაში 2010 წელს მიიღეს) ფრანგ კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ მდინარე სენაზე ბანაობა და გარუჯვა საცურაო კოსტუმში სავსებით დასაშვებია, მაგრამ, როდესაც ქალი ქალაქში მოშიშვლებული, საკმაოდ გამომწვევი სამოსით დადის ეს უკვე არაა მისაღები, ამით ისინი არღვევენ „მორალის წესებს და საზოგადოებრივ წესრიგს“.

  ჯარიმა 38 ევროდან 4000 ევრომდეა, ან 2 წელი ციხე. აღსანიშნავია, რომ ქალის სამოსის ჩაცმულობა თვითონ სამართალდამცავმა უნდა განსაზღვროს, იგი თუ მიიჩნევს, რომ ქალის ჩაცმულობა მორალს არღვევს, იმ შემთხვევაში აჯარიმებს მას. „ნებისმიერი სამოსი, რომელიც ქალის გენიტალიებს ან მკერდის მიდამოებამდე იქნება გახსნილი, ჩაითვლება ურცხვი სიშიშვლე ყველას დასანახად და დამრღვევს 1-იდან 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება“ –წერს ცნობილი ქართველი ჟურნალისტი.