ქართველ სტუდენტებს საბერძნეთის პარლამენტში უმასპინძლეს

0
5889

  საბერძნეთის პარლამენტში უცხოელ სტუდენტებთან შეხვედრაზე ორი ქართველი სტუდენტი,  სტუდენტების და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის პრეზიდენტი ლიკა ჯანელიძე და ამავე ასოციაციის კონკურსის ,,წლის სტუდენტი 2017″ -ის ჯილდოს მფლობელი და ათენის სახელმწიფო უნვერსიტეტის დოქტორანტი თეონა ბერიძე იქნენ მიწვეულები.

სტუდენტების წინაშე სიტყვით წარსდგნენ უცხოელი სტუდენტების საგანმანათლებლო პროგრამის დამფუძნებელი,პროფესორი,ცნობილი ენათმეცნიერი პანაიოტის კონდოსი, საბერძნეთის პარლამენტის სახელისუფლებო პარტიის წევრი დიმიტრის ემანუილიდისი და სხვა საჯარო პირები.     უცხოელი სტუდენტების სახელით პარლამენტის ტრიბუნიდან შეკრებლ საზოგადოებას მიმართეს უკრაინის წარმომადგენელმა მარინა დმიტრუსენკომ და ესპანეთის წარმომადგენელმა ივან ალბამ. სტუდენტებმა საბერძნეთის პარლამენტის წევრებთან და მეცნიერებთან ერთად პარლამენტის შენებაში არსებული მდიდარი არქივიც მოინახულეს და სამახსოვროდ წიგნებით დაჯილდოვდნენ.