დღეს ჩემს აზროვნებაში ყველაფერი თავდაყირაა და ვერ გავრკვეულვარ – რუსუდან გალდავა ინა ასანიძის გადაწყვეტილებას ეხმიანება

0
1396

,, ათი წლის ემიგრაციის შემდეგ შარშან პირველად ვეწვიე ჩემს სამშობლოს დიასპორის სამინისტროს მოწვევით. ეს გახლდათ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი დღეები. წელს ,,წარმატებული ემიგრანტი ქალის”(პროექტის ავტორი ქალბატონი ინნა ასანიძე) დაჯილდოების ცერემონიალზე დასასწრებად უკვე ჩემი სურვილით ჩავედი და რადგან ჩავედი, მეც გადმომეცა მადლობის სიგელი . ისევ სიხარული და აღიარება. ემიგრანტს მეტი რა უნდა!

მსოფლიოს სხვსდასხვა კუთხიდან ჩამობრძანებული ქალბატონები შეიკრიბნენ, გაიცნეს ერთმანეთი, დამეგობრდნენ და გადაწყვიტეს: მოიძიონ, წარმოაჩინონ, სამშობლოს გააცნონ ყველა ღირსეული ემიგრანტი, რომ ქვეყანა იცნობდეს თითოეულ მათგანს. ეს ხომ უდიდესი ეროვნული საქმეა და ყველაფრის დამწყები და სულისჩამდგმელი ქალბატონი ინა გახლდათ. აქვე უნდა აღვნიშნო საგარეო საქმეთა სამინისტროს, დეპარტამენტის, კავკასიისა და დიასპორის საკითხთა თავმჯდომარის ჩართულობა აღნიშნული პროექტის ხორცშესხმაში.

დიასპორის ფორუმის შემდეგ კი სამშობლოში დარჩენას ვფიქრობდი. დღეს ჩემს აზროვნებაში ყველაფერი თავდაყირაა და ვერ გავრკვეულვარ, რა ხდება. მართლა ძალიან ცუდი ხალხი ვართ და კარგის დაფასება არ შეგვიძლია?. მე კიდევ იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი გაირკვევა და გამოსწორდება.- წერს ნიუ იორკის ქართული კულტურის ცენტრ ,,ფესვების” ხელმძღვანელი რუსუდან გალდავა ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ორგანიზაცია ,,ჩვენ დავბრუნდების”, პროექტს წარმატებული ემიგრანტი ქალების” ხელმძღვანელის და სხვა უამრავი საზოგადოებრივი და დიასპორული საქმიანობით ცნობილი, წლების მანძილზე აშშ -ში ემიგრაციაში მყოფი და პ/გ ,,ქართული ოცნების” აქტიური წევრის ქალბატონ ინა ასანიძის  გარშემო  ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლებთან და გავრცლებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ  ინა ასანიძე დეპუტატობის მანდატს ტოვებს და კვლავ ემიგრაციაში მიემგზავრება!