საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 594.5 მლნ დოლარია

0
1636

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის მე-3 კვარტალში 594.5 მილიონი დოლარი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ეს მონაცემი 2016 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 17.6%-ით მეტია.

ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის I-III კვარტალში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად 1 346.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.9%-ით მეტია.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 177.8 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური