მატეო სალვინის ბრძანებით იტალიის ანკეტებში პუნქტები- მშობელი 1 და მშობელი 2 შეიცვალა

0
2475

იტალიის შს მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ შს სამინისტროს ოფიციალური ანკეტებიდან „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ პუნქტები ამოიღო და „მამით“ და „დედით“ შეცვალა. ამის შესახებ მატეო სალვინიმ გამოცემა La Nuova Bussola Quotidiana-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„გასულ კვირას მითხრეს, რომ იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე განთავსებულ ანკეტებში, რომლის შევსება საჭიროა ელექტრონული პირადობის მოწმობის მისაღებად, „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ პუნქტები იყო მითითებული. დაუყოვნებლივ გავეცი ბრძანება აღნიშნული შეეცვალათ „მამით“ და „დედით“, – განაცხადა მან.
იტალიის ვიცე-პრემიერის განცხადებით, „ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ბუნებრივი ოჯახი დაიცვას, რომელიც კაცისა და ქალის კავშირს ეფუძნება“.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში განმარტება „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ ოფიციალურ დოკუმენტებში ჰომოსექსუალი წყვილების ბავშვების რეგისტრირებისთვის გაჩნდა.