მამუკა არეშიძის აზრით სალომე ზურაბიშვლი პრორუსი ვერ იქნება

0
4514

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის პრორუსულობას ექსპერტი მამუკა არშიძე  გამორიცხავს და აცხადებს რომ :,, ამ ტერმინებს: „პრორუსი“, „პროდასავლური“ ასე იოლად აღარ ვისვრი. მე კარგად მახსოვს სალომე ზურაბიშვილი როგორი შემტევი და პრინციპული იყო სამხედრო ბაზების გაყვანის დროს დისკუსიებში. კი, შეთანხმება უფრო ადრე, 1999 წელს სტამბოლში გაფორმდა და ბაზების გაყვანის გრაფიკიც მაშინ შედგა, თუმცა, ეს პროცესი მარტივი არ ყოფილა. განსაკუთრებით, როცა საქმე ბათუმისა და ახალქალაქის ბაზებს შეეხო, აი, გუდაუთის ბაზა საერთოდ არ გაიყვანეს. მაშინ ლავროვმაც მაღალი შეფასება მისცა სალომეს და თქვა: ის მაღალი დონის დიპლომატიაო, და სალომემაც იგივე თქვა ლავროვზე.

სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიაც კარგად ვიცი. სხვათა შორის, მე ვცხოვრობ ბინაში, რომელიც სომეხმა ვაჭარმა ააშენა1094 წელს, შემდეგ იქ 1921 წლამდე სალომეს ბაბუა ცხოვრობდა, 1946 წელს კი ჩემები შესახლდნენ. როცა სალომე თბილისში პირველად ჩამოვიდა ელჩის სტატუსით, ის და დედამისი მოვიდნენ სახლის სანახავად. ვიცი მათი ბიოგრაფიაც, ის და მისი ძმა იზრდებოდნენ ბოლშევიკებისადმი შეუნიღბავი ზიზღითა და რუსეთისადმი ანტაგონისტური განწყობით. ასე რომ, პრორუსი ის ვერაფრით ვერ იქნება. შეიძლება მას ბევრი ცუდი თვისება აქვს, რამაც შეიძლება კარიერაში ხელი შეუშალოს, თუმცა, ფრანგებმა აიტანეს მისი ხასიათი და ის ძალიან მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდა, იგივე აფრიკაში… ” -აცხადებს ის.

სრული ვერისა იცილეთ ბმულზე Read more at https://www.primetime.ge/news