ცესკო ამომრჩეველს საკუთარი მონაცემების გადამოწმებისკენ მოუწოდებს

0
1054

ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაციაგაუქმებულ ან მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. ცესკო მათ მოუწოდებს, რომ დროულად მიმართონ შესაბამის სამსახურებს. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ პრესკონფერენციაზე თქვა.

მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე, რეგისტრაციიდან მოხსნილი ან რეგისტრაცია ძალადაკარგული ამომრჩევლები, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ბოლო რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შედიან.

რაც შეეხება მისამართის გარეშე რეგისტრირებულ პირებს, ისინი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედიან სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ანა მიქელაძე ამომრჩევლებს 7 ოქტომბრამდე საკუთარი მონაცემების გადამოწმებისკენ და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების გავლისკენ მოუწოდებს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.