გერმანიაში დაკავებული თავდამსხმელი ნარკოტიკების მომხმარებელი საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა

1
2846

გერმანიაში დაკავებული თავდამსხმელი ნარკოტიკების მომხმარებელი საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგის რაიონულმა სასამართლომ ადგილობრივი პროკურატურის მოთხოვნით 43 წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ჰაიდელბერგის პროკურატურასა და პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამართალდამცველების ცნობით, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი საქართველოს მოქალაქე 2018 წლის 16 აგვისტოს რკინიგზის სადგურში გამვლელებს მაკრატლით ემუქრებოდა და მათგან ფულის გამოძალვას ცდილობდა. ის რკინიგზის დაცვის თანამშრომლებმა ცრემლსადენი აეროზოლის გამოყენებით დააკავეს. დაკავებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ჰაიდელბერგის კრიმინალური პოლიცია და პროკურატურა მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას განაგრძობს.