ვალერი მელაძე რუსეთის მოქალაქეობის შენარჩუნებით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ითხოვს

0
1452

რუსეთის საინფორმაციო არხზე რადიოსადგურ “გო­ვო­რიტ მოსკვა”-თან ინტერვიუში, მელაზემ დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქებაზე, განაცხადი უკვე შეიტანა, მაგრამ ამავე დროს დაამატა, რომ ეს არ ნიშნავს, რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას.

“მე ამ ფაქტს არ ვმა­ლავ. თუმ­ცა, ეს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უა­რის თქმას არ ნიშ­ნავს. ჩემი ქმე­დე­ბე­ბი რუ­სე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნებს არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა“, – გა­ნუაცხა­და მე­ლა­ძემ.

მომ­ღე­რალ­მა ასევე გან­მარ­ტება გააკეთა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და იმ დროს, რო­დე­საც ამ ქვეყ­ნებს შო­რის სა­ზღვრე­ბი, არ არ­სე­ბობ­და.

„თუმ­ცა შემ­დეგ, ეს სა­ზღვრე­ბი გაჩ­ნდა. ახლა კი მე მსურს, რომ სულ მცი­რე, ჩემ­თვის, ეს სა­ზღვრე­ბი კვლავ წავ­შა­ლო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბით, მო­რა­ლურ ზი­ანს არა­ვის მი­ვა­ყე­ნებ“, – აცხადებს მელაზე.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი, რამდენიმე დღის წინ, მის მშობლიურ ქალაქში, ბათუმში იმყოფებოდა, სადაც ის დაიბადა და სადაც დღემდე, მისი ახლო ნათესავები ცხოვრობენ. მან, თხოვნით მიმართა იუსტიციის სამინისტროს, მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე.

საქმე ეხება, ორმაგ მოქალაქეობას – საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას და ამასთანავე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შენარჩუნებას.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოდან, საქართველოს კანონდებლობაში შესული ჩასწორების თანახმად, საქართველოში დაბადებულ მოქალაქეს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მისაღებად, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, შეუძლია, მიმართოს შესაბამის ორგანოს, მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით.