ზვიად კვაჭანტირაძე: მათ ეროვნება არ აქვთ,მათ არ აინტერესებთ  თავიანთი თანამემამულეების,ქართველი ემიგრანტების ბედ-იღბალი

0
1981

საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თამვჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე მკაცრ შეფასებას აძლევს დღეს იტალიური მედიის მიერ გავრცელებულ ფაქტს , საქართველოს მოქალაქეების მიერ იტალიის შსს მინისტრის და ვიცე-პრემიერის მატეო სალვინის მშობლების სახლის გაქურდვის შესახებ და მას როგორც ძალიან ძალიან ცუდ ფაქრად აფასებს:,,  ძალიან ცუდი ინფორმაცია გავრცელდა. თუ ეს ბრალდებები დაუმტკიცდებათ მათ ეს იქნება ძალიან ცუდი!!!! 
 ერთია, რომ ეს ნაძირლები საზოგადოების წურბელები არიან და მეორეა, რომ ამავდროულად არიან ყველანაირად ნამუსგარეცხილები, არ აინტერესებთ  თავიანთი თანამემამულეების, ქართველი ემიგრანტების ბედ-იღბალი. იტალიის შს მინისტრის დედა გაქურდეს!!! იმ კაცს მიადგნენ პირდაპირ, ვისზეც დიდადაა დამოკიდებული ემიგრანტების, განსაკუთრებით უსაბუთო ემიგრანტების ბედიღბალი. ამაზე დიდ მტრობას მათ წინააღგმდეგ ვერავინ ჩაიდენდა. ჩემი აზრით, ქართულმა ემიგრაციამ , თავისი მხრიდანაც აუცილებლად ორგანიზებული , ადეკვატური, (პოლიტიკის და სპეკულაციების გარეშე, ) მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს ამ ამაზრზენ ფაქტზე. როგორ და რა ფორმით , ეს თავად უნდა გადაწყვიტონ.

 ჩვენ რას ვაკეთებთ? იმაზე მსჯელობას გადავყევით ლამის, თუ რა მკლავსაბნევი გაიკეთა კაშიამ. კაშია “გვარცხვენს ” და ეს ნაძირლები არა?
გეკითხებით, ვინ მოუტანა ზიანი საქართველოს, კაშიამ თუ ამ ნაძირლებმა? ამათ მაგივრად არ გვრხცენია? 
იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ძალიან ცუდ ფაქტს არ მოყვება სუბიექტური გადაწყვეტილებები იტალიის ხელისუფლების მხრიდან და არ გადაიზრდება ეს ქართველი ემიგრანტების უკანონო შევიწროებაში.- ასე შეაფასა დღეს გავრცელებული ინფორმაცია ზვიად კვაჭანტირაძემ.