1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6258 ლარი გახდა

0
2526

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ  2.6258 ლარი შეადგინა. დღეს მოქმედი კურსი  2.6673 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0415 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0916 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.1466 ლარს შეადგენდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში. 1tv.ge