ლიმასოლის აეროპორტში დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე ყურადღებას და დახმარებას ითხოვს

0
9716

ლარნაკას აეროპორტში დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე ყურადღებას და დახმარებას ითხოვს. როგორც ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით გახდა ცნობილი კვიპროსში ქალაქ ლარნაკაში 4 სექტემბერს ქუთაისი – ლარნაკას რეისის , საქართველოს სამი მგზავრი, საქართველოს მოქალაქეები მაკა შარვაძე, აგნეტა კრენშტეინი და კიდევ ერთი ჩვენი თანამემამულე ნეიროქირურგი ელენე გ. დააკავეს და სადეპორტო განყოფილებაში გადაიყვანეს, როგორც DIASPORA.GE-ს ინფორმაციის მომწოდებელმა ნათია რ. განგვიცხადა, ერთ-ერთი დაკავებული არის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირი. ინსულინი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისთვის, ჩამოართვეს ხოლო დაკავებულთა ინფორმაციით მათ ექცევიან არაადამიანურად, არ ხდება მათთვის წყლისა და საკვების მიწოდება, ასევე საჭირო მედიკამენტების, ასევე არ მოხდა მათთვის თარჯიმნით მომსახურეობა, ამასთან არ არიან ინფორმირებულები, მათთვის ცნობილი არის მხოლოდ ის რომ შაბათს დააბრუნებენ უკან – საქართველოში, თუმცა რა მიზეზით მათთვის არ განუმარტავთ.  საქართველოს სამივე მოქალაქემ მოითხოვა კვიპროსში საქართველოს საელჩოს ან საკონსულოს პასუხისმგებელი პირის მისვლა,  რაც ამ დრომდე არ მომხდარა.

როგორც დაკავებულთა ახლობელი აცხადებს :,, ვესაუბრე საქართველოს საელჩოს აპირი, რომელსაც ვესაუბრე იყო ბერძენი და არ ფლობდა ქართულ ენას. ჩვენს შორის კომუნიკაცია შედგა ინგლისურ ენაზე მან განმარტა, რომ ლარნაკა მათგან შორსაა, მესაუბრა დროსა და ტრანსპორტზე, თუ რა რთულია მისთვის ადგილამდე ჩასვლა. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო რომ რეალური დახმარება დიპლომატიურ წარმამადგენლობას ამ დრომდე არ აღმოუშენიათ დაკავებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ასევე საელჩოს ოფიციალურ ვებ გვერდზე მითითებული ნომრები ვფიქრობ არის არასწორი, ვინაიდან მათთან ამ ნომრების საშუალებით დაკავშირება ვერ ხერხდება საკუთარი ძალებით გავარკვიეთ ამ ადამიანის მობილურის ნომერი, ვისზეც ზემოთ მოგახსენეთ და მანაც ასეთი პასუხი გაგვცა.
მინდა საჯაროდ ვთხოვოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპოლომატიურ წარმომადგენლობას ყურადღება მოგვაქციოს და ადგილზე მოინახულონ დაკავებულები, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაციის გართულების ან რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემების შექმნის შემთხვევაში სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მათ , ვინაიდან ამ დრომდე არ ახორციელებენ საკუთარ პასუხისმგებლობას და საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნა არ სრულდება მათი მონახულების და ყურადღების მიქცევის კუთხით “ – ნათქვამია ჩვენთვის მოწერილ განცხადებაში რომელსაც სრულად ვაქვეყნებთ.