პრემიერ-მინისტრი მალხაზ შალიკაშვილის საფლავზე პატივის მისაგებად მივიდა

0
1120

 ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო.პრემიერმა პატივი მიაგო ქართული წარმოშობის ამერიკელი გენერლის ხსოვნას.

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალი, ჯონ მალხაზ შალიკაშვილი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი იყო. მას ეს თანამდებობა პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დროს, 1993-1997 წლებში ეკავა. ჯონ მალხაზ შალიკაშვილი ამერიკულ არმიას 38 წლის განმავლობაში ემსახურებოდა.