მამუკა ბახტაძემ 2019 წელს დიასპორაში ქართული ენის შესანარჩუნებელი პროგრამის  პრიორიტეტულად განსაზღვრა დაანონსა

0
1747

,,ქართული ენის შენარჩუნება ჩვენს დიასპორაში უდიდესი საქმეა და ეს საკითხი 2019 წელს გაცილებით მაღალ პრიორიტეტში იქნება წარმოდგენილი. განათლების რეფორმის მთავარი პუნქტია სწორედ ქართული ენის პოპულარიზაცია და შენარჩუნება ჩვენს დიასპორაში. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი უკვე ჩაიდო მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ დიდ საქმეს აკეთებს, დიდი მადლობა გადაგიხადოთ”, – განაცხადა  პრემიერმა დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აშშ-ში ვიზიტისას.

,, მინდა, მივესალმო ჩვენს სტუდენტებს და ვუთხრა, რომ თითოეული თქვენგანის კონტრიბუცია ჩვენს ეკონომიკაში, რასაც მე საერთო ადამიანურ კაპიტალს ვუწოდებ, იქნება მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვიყავი თქვენს ადგილზე და ვიცი ეს განცდა, ეს ემოცია და ჩემს თავს პირველ ამოცანად ამას ვუსვამ – შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული ახალგაზრდა შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, საქართველო იქნება წარმატებული”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ