1 დეკემბერს კუნძულ კერკირაზე ბერძნულ-ქართული ფორუმი გაიმართება

0
1180

ბერძნულ-ქართული ფორუმი კუნძულ კერკირაზე (საბერძნეთი),  2018 წლის 1 დეკემბერს, 20:00 საათზე, კ. კერკირას დედაქალაქში „ბერძნულ-ქართული კულტურათა III დიალოგის“ („3ο Αντάμωμα Πολιτισμών Ελλάδας – Γεωργίας στην Κέρκυρα“) ფარგლებში, ქ. კერკირას მუნიციპალიტეტის 800-კაციან თეატრის დარბაზში (Δημοτικό Θέατρο της Κέρκυρας) გაიმართება საზეიმო საქველმოქმედო კონცერტი, „სინიელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაციის“, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას“ მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კოლექტივებისა და ცნობილი კერკირელი მუსიკოსების მონაწილეობით. კონცერტზე პარალელურად ასევე მოეწყობა ქართული ხელთნაკეთი სამკაულების, ემიგრანტი ხელოვანების ნამუშევრების, ხალხური რეწვის, წიგნებისა და საქართველოს კულტურის ამსახველი საილუსტრაციო მასალის გამოფენა-გაყიდვა, საიდანაც შემოსული თანხა მოხმარდება ორივე ასოციაციის საქველმოქმედო მიზნებს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების  წლისთავს!

 აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის კ. კერკირას „სინიელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაციასა“ (თავმჯდომარე – იოანის გარნელის) და ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას“ (დამფუძნებელი – ავთ. მიქაბერიძე) და ხორციელდება ორივე ასოციაციის ერთმანეთისადმი მეგობრული თანადგომითა და მხოლოდ თვით-დაფინანსებით.