ქართული ტრადიციული სამზარეულოს ახალი კერა ათენში – რომელმაც ბერძნებს საქართველო შეაყვარა

0
3035

სულ ახლახანს საბერძნეთის დედაქალაქ ათენს ქართული ტრადიციული სამზარეულოს კიდევ ერთი კერა შეემატა.

ქართული ტრადიციული სამზარეულოს კვების ობიექტი, რომელსაც ქართულივე სახელი ,,ლავაში” დაარქვეს  ადგილობრივი ბერძნებისთვის უკვე კარგად ცნობილ და მათში პოპულარულ ქართულ შოთის პურსა და ლავაშთან ერთად მოსახლეობას ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს ისეთ შედევრებსაც სთავაზობს როგორციაა  აჭარული, მეგრული და იმერული ხაჭაპურები, უგემრიელესი რეცეპტით მომზადებული ქართული ლობიანი და რაც მთავარია უკვე ამ კვებითი ობიექტის საფირმო კერძი,რომელმაც მას სახელი ადგილობრივ მოსახლე- ობაში უკვე განსაკუთრებულად გაუთქვა – ქართული ტრადიციული კერძების მშვენება ხინკალი.   ,,თავდაპირველად როდესაც ადგილობრივები მოდიოდნენ, ერთ ან ორ ხინკალს გვიკვეთავდნენ არ იცოდნენ თუ რასთან ქონდათ საქმე და იყო ერთგვარი გაურკვევლობის ინტერესი მისდამი , სულ რამდენიმე კვირაში კი ჩვენს გარშემო მცხოვრებ ბერძენ მოსახლეობაში ყველაზე პოპულარულები გავხდით და ყველა ჩვენს კერძებზე საუბრობდა – ერთმა ბერძენმა კი ერთი კვირის, სისტემატიური სტუმრობის შემდგომ ხმამაღლა განმიცხადა რომ მას საქართველო შეუყვარდა და დიდი სურვილი აქვს წავიდეს და ინახულოს ის ქვეყანა ანუ საქართველო , სადაც  ასეთ გემრიელ კერძებს იგონებენო ” – სიამაყით ამბობს ათენში ახალი ქართული კვებითი ობიექტ ,,ლავაშის” დამაარსებელი  ენვერ მესხი. 

აღსანიშნავია რომ  სწრაფი კვების ობიექტის გახსნიდან დროის მცირე მონაკვეთში  ქართულ პროდუქტზე მკვეთრი მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე,  ათენში ქართული საქმის წამმომწყებლებმა დილივერის მომსახურებაც დაამატეს, რამაც ქართული ტრადიციული კერძების პოპულარობა და  მოთხოვნა განსაკუთრებულად გაზარდა.

აღსანიშნავია რომ 19 ნოემბერს, ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენრტის და ქართული დიასპორის სავაჭრო -სამრეწველო პალატის წევრი ავთანდილ გიუნაშვილი ესტუმრა,  რომელმაც ადგილზე მოინახულა ათენში, ბერძნულ ადგილობრივ მოსახლეობაში უკვე საკმაოდ ცნობილი ახლად გახსნილი ქართული კერა და უახლოეს მომავალში ქართული ტრადიციული სამზარეულოს სწრაფი კვების ობიექტ ,,ლავაშს” საქართველოს პოპულარიზაციისთვის საჩუქრად ქართული დროშა გადაეცემა.

დამატებითი საჭირო ინფორმაცია :

მისამართი: ათენი. აგ.იოანის რენდი. ფლემინგის ქ.N 16

საკონტაქტო ტელეფონი: +30 210 48 29 508/ დილივერი:+30699 610 81 04