პოლონეთში საქართველოს მოქალაქე არ შეუშვეს

0
846

აქტივისტი ნუგზარ კოხრეიძის პოლონეთის აეროპორტში იძულებითი გაჩერების შესახებ, საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს აკეთებს. მათი თქმით, ინციდენტის შესახებ საქმის კურსში არიან.

„ინფორმაციის მიღებისთანავე აქტიურად ვმუშაობთ პოლონურ მხარესთან, თავად ღონისძიების ორგანიზატორებთან და ბუნებრივია მუდმივ კავშირში ვართ საქართველოს მოქალაქეებთან.

საქართველოს მოქალაქეების გარდა საზღვარზე მოხდა ღონისძიების მონაწილე სხვა პირების შეფერხებაც. ყველა ქვეყნის მიგრაციის და სასაზღვრო სამსახურებს აქვთ უფლება სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვას უცხო ქვეყნის მოქალაქე. მიზეზებს ვარკვევთ პოლონურ მხარესთან. სავარაუდოდ, აღნიშნული შეზღუდვები შესაძლოა უკავშირდებოდეს  უსაფრთხოების გარემოს“, – განაცხადეს საგარეო უწყებაში.

ქართველი აქტივისტი ნუგზარ კოხრეიძე პოლონეთში საერთაშორისო ეკოლოგიურ ფორუმზე დასასწრებად ჩავიდა.