ათენში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადასვენების ხარჯებს საქართველოს მთავრობა დაფარავს

0
8952

ათენში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადასვენების ხარჯებს საქართველოს მთავრობა დაფარავს. აღნიშნული ინფორმაცია ათენში საქართველოს საკონსულოში დაასტურეს, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დღეს დილით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შესული განცხადება ათენში გარდაცვლილი მარინა კლდიაშვილის  გადასვენის შესახებ უკვე დადასტურებულია და საკონსულო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად გარდაცვლილის სამშობლოში გადასვენების პროცედურების შესრულებას გადამსვენებელი ბიურო უკვე შეუდგა.

შეგახსენებთ რომ საბერძნეთის დედაქალაქში საქართველოს მოქალაქე 57 წლის მარინა კლდიაშვილი 9 დეკემბერს, დილით მოულოდნელად გარდაიცვალა.