შსს 2018 წელს ევროპის ქვეყნებში დაკავებული ე.წ. „კანონიერი ქურდების“ და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულთა სტატისტიკას აქვეყნებს

0
1458

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წელს ევროპის ქვეყნებში დაკავებული ე.წ. „კანონიერი ქურდების“ და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულთა სტატისტიკას აქვეყნებს და აცხადებს რომ: ,, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ამ მიმართულებით უწყება ეფექტიან ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. 2018 წლის იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მათ შორის ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, 14 ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დააკავა. ხოლო, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სულ 190 პირია დაკავებული”.

შეგახსენებთ რომ ბოლო სპეც ოპერაცია საფრანგეთში ჩატარდა სადაც შსს-მ ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით საფრანგეთში ორი ქართველი „კანონიერი ქურდი“ და ორგანიზებული დაჯგუფების რვა წევრი დააკავა.