სკანდინავიის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების დაპირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის თანხის გამოძალვა ხდება

0
3536

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს საელჩოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ რომ სკანდინავიის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების დაპირებით ხდება საქართველოს მოქალაქეებისთვის თანხის გამოძალვა

საელჩოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში  ნათქვამია რომ :,,უკანასკნელ პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც გარკვეული პირების მხრიდან ხდება საქართველოს მოქალაქეების განზრახ შეცდომაში შეყვანა. კერძოდ, სკანდინავიის ქვეყნებში (დანია, ნორვეგია, შვედეთი, ისლანდია, ფინეთი) ლეგალურად დასაქმების დაპირებით (მაგალითად, თევზის გადამამუშავებელ საწარმოებში, Samsung-ის ფაბრიკაში და სხვა.) ხდება საქართველოს მოქალაქეებისთვის თანხის გამოძალვა.

აღნიშნული სქემა თაღლითურია და მიზნად ისახავს არა საქართველოს მოქალაქეების რეალურ დასაქმებას, არამედ მათთვის თანხის გამოძალვას.

ევროკავშირთან გაფორმებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, როგორც ამას ზემოაღნიშნული პირები აჯერებენ საქართველოს მოქალაქეებს.

ევროკავშირში სამუშაო ვიზის მისაღებად, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებს, შეავსონ აუცილებელი დოკუმენტაცია და დაელოდონ სამუშაო ვიზის მიღებას!

დეტალური ინფორმაცია სკანდინავიის ქვეყნებში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

დანია
https://www.workindenmark.dk/Wor…/Residence-and-work-permit…

ნორვეგია
https://www.udi.no/…/wan…/work-immigration/skilled-workers/…

შვედეთი
https://sweden.se/…/worki…/article/obtaining-a-work-permit/…

ისლანდია
http://utl.is/index.php/en/?lang=en

ფინეთი
https://migri.fi/en/working-in-finland