არჩილ თალაკვაძე: არ გამოუვიდათ ისეთი ღონისძიება, როგორიც მიხეილ სააკაშვილსა და მის თანაორგანიზატორებს ჰქონდათ დაგეგმილი.

0
4116

“ვიფიქროთ მომავალსა და უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, ვიდრე ლიეჟში სააკაშვილის შეხვედრა”- არჩილ თალაკვაძე

ის მოსაზრება, რაც არის საქართველოში, საზოგადოებაში, დაფიქსირდა ლიეჟშიც. სადაც საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან, ყველგან იგივე მოსაზრება იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს იდენტური პრეტენზიები აქვთ და ეს არაა გასაკვირი.

„მესმის, რომ არ გამოუვიდათ ისეთი ღონისძიება, როგორიც მიხეილ სააკაშვილსა და მის თანაორგანიზატორებს ჰქონდათ დაგეგმილი. როგორც საზოგადოებას, მეც იგივე შეფასება მაქვს პოლიტიკური და შინაარსობრივი თვალსაზრისით. ეს იყო ძალიან მოუმზადებელი შეხვედრა. როგორც მოსალოდნელი იყო, ის მოსაზრება, რაც არის საქართველოში, საზოგადოებაში, დაფიქსირდა ლიეჟშიც. სადაც საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან, ყველგან იგივე მოსაზრება იქნება. არ უნდა ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის ილუზია, რომ თუ მათთან საზოგადოების წევრებს საქართველოში პრეტენზიები აქვთ, ეს პრეტენზიები საზღვარგარეთ გაქრება. ყველას კარგად ახსოვს ყველაფერი. ვიფიქროთ მომავალსა და უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, ვიდრე ლიეჟში სააკაშვილის შეხვედრა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ლიეჟშიკონგრესების სასახლეში გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შეხვდა.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ლიეჟში იმყოფებოდნენ აგრეთვე საქართველოდან ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და აქტივისტები.