გერმანიას წლიურად 260 000 იმიგრანტი დაჭირდება

0
1435

Bertelsmann Stiftung ის  კვლევის მიხედვით ,ვლევა აჩვენებს, რომ 2060 წლამდე გერმანიას ვაკანტური სამუშაო ადგილების შესავსებად, წლიურად 260 000 იმიგრანტი დასჭირდება.

გერმანიას ევროკავშირის გარედან, წლიურად დაახლოებით 146 000 შრომისუნარიანი იმიგრანტი დასჭირდება იმისათვის, რომ სამუშაო ადგილებზე არსებული მოთხოვნები სრულად შეავსოს.

აქედან არაევროკავშირის ქვეყნებიდან მიგრანტების რიცხვი 146 000-ს უნდა აღწევდეს, – წერს „დოიჩე ველე“.

ამის მიზეზი ისაა, რომ ქვეყნის მოსახლეობა ბერდება და საკუთარი რესურსით, სამუშაო ადგილებზე არსებულ მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებს. იმავე კვლევის შესაბამისად, იმიგრაციის გარეშე, გერმანიის შრომისუნარიანი მოსახლეობის რიცხვი 2060 წლისთვის დაახლოებით მესამედით (16 მილიონი ადამიანით) შემცირდება.

მაგრამ იმავდროულად, კვლევისას შემუშავებული შესაძლო სცენარები აჩვენებს, რომ ამავე პერიოდში, მსოფლიოს მეოთხე უდიდეს ეკონომიკაში შობადობა გაიზრდება, უფრო მეტი ქალი იქნება დასაქმებული და საპენსიო ასაკი 70 წელს მიაღწევს.

კვლევა აჩვენებს, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან გერმანიაში დასაქმებულთა რიცხვი 114 000 იქნება, თუმცა ეს რიცხვი თანდათან შემცირდება, რადგან კავშირში შემავალ ქვეყნებში ცხოვრების დონე გათანაბრდება და გერმანიაში სამუშაოდ წასვლის მსურველთა რიცხვიც შემცირდება.

„ბერტელსმანის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი იორგ დრაგერი ამბობს, რომ 2017 წელს გერმანიაში სამუშაოდ 38 000 ადამიანი ჩავიდა და ადგილზე დარჩა. კვლევა აჩვენებს, რომ გერმანიაში ძირეულად არის შესაცვლელი საიმიგრაციო კანონი, რათა შესაძლებელი გახდეს საშუალო და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მოზიდვა.