რა ბრალდებით დააპატიმრეს მიგრანტების მფარველად აღიარებული მერი იტალიაში

0
1634

2016 წელს ჟურნალ Fortune-მა 50 უდიდეს მსოფილო ლიდერების სიაში შეიყვანა. დომენიკო ლუკანო პროფესიით პედაგოგი  და 1990 წლიდან ადამიანის  უფლებათა დაცვის აკტივისტი ,2004 – წლიდან 2018 წლის  ჩათვლით რიაჩეს მერმა მსოფლიოს ყურადღება მიიქცია თავისი ინოვაციური პროგრამებით ლტოლვილების შეფარაბით იტალიაში და კერძოდ ქალაქ რიაჩესში.

ლუკანომ ინოვაციური პროგრამის შემუშავებით შეძლო დევნილებისა და სხვა მიგრანტების  ინტერგრაცია  ქალაქ რიაჩესში. პროგრამა უზრუნველყოფდა მიგრანტს საცხოვრებლით , ენის სწავლების კურსით  და პროფესიული ტრეინინგებით.

2017 წლის დრეზდენის მშვიდობის პრიზის მფლობელმა და 2010წლის მსოფლიო მერების კონკურსის ლიდერმა   დომენიკო ლუკანომ იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მატეო სალვინის  ყურადღება მიიქცია და მისი დაპატიმრების  გადაწყვეტილება მიიღო.

არსებული ინფორმაციით, დომენიკო ლუკანო, რომელიც დევნილებისა და სხვა მიგრანტების ერთ-ერთ გამორჩეულ დამცველად მიიჩნეოდა, სოფლის მცხოვრებლებსა და მიგრანტებს შორის ფიქტიურ ქორწინებას უწყობდა ხელს.

ლუკანოს მოსაზრებით, მხოლოდ ასეთი გზით იყო შესაძლებელი თავიდან აერიდებინა სოფლის დაცლის პროცესი.