რუმინეთში ემიგრაციაში გარდაცვლილი მეფე მიხაილ I დაკრძალეს

0
1200

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 16 დეკემბერს ყოფილი მეფის მიხაილ -ის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. BBC-ის ცნობით, ყოფილ მონარქთან გამოსამშვიდობებლად, ბუქარესტში ჩავიდნენ ესპანეთის მეფის და ბრიტანეთის პრინცის ჩარლზის წარმომადგნელები. საქართველოდან დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს კონსერვატიული პარტიის ლიდერი, პარლამენტის წევრი ზვიად ძიძიგური და რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ესწრებოდნენ.

რუმინეთის ყოფილი მეფე მიხაილ I შვეიცარიის რეზიდენციაში 5 დეკემბერს 96 წლისა გარდაიცვალა. 2016 წლის მარტში მონარქს ონკოლოგიური დაავადება დაუდგინეს. ამის შემდეგ მან რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა და საზოგადოებრივი საქმიანობა მიატოვა.

მიხაილ პირველი  რუმინეთის მეფე 19271930 და 19401947 წწ. იყო. ცხოვრების უმეტესი წელი მან ემიგრაციაში შვეციარიაში გაატარა. გარდაცვლილი მეფის დედა დეფოაფალი ელენა  საბერძნეთის მეფის კონსტანტინე I შვილია.

1941 წელს რუმინეთი მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის მხარეს იბრძოდა. 1944 წელს, როდესაც საბჭოთა არმიამ გაარღვია რუმინეთის საზღვარი, მიხაილი ანტიფაშისტურ ოპოზიციას შეუერთდა და გერმანიას ომი გამოუცხადა.