17 დეკემბერს,ათენში ახალგაზრდები ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ემიგრანტისთვის თანხას შეაგროვებენ

0
1514

  როგორც  საბერძნეთ-საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდობის ასოციაციიდან გვაცნობეს 17 დეკემბერს,ათენში სტუდენტები და ახალგაზრდები ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ემიგრანტისთვის ნარგიზა ყულუმბეგაშვილისთვის თანხის შეგროვებას დაიწყებენ,რომელსაც აღნიშნული თანხა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისთვის, მედიკამენტების შესაძენად და სამედიცინო გამოკვლევებისთვის ესაჭიროება.

 ახალგაზრდების ჯგუფები კვირას , 17 დეკემბერს 14:00 სთ-დან ათენში , ომონიაზე ვილარას და ზინონოს ქუჩებზე იქნებიან განლაგებულები.

  • ქველმოქმედების მსურველებს საშუალება ექნებათ დაეხმარონ  საკუთარ თანამემამულეს სიცოცხლის შენარჩუნებაში.