ათენში პოლიციამ საპროტესტო აქცია დაშალა

0
872

არეულობა საბერძნეთის დედაქალაქში. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ათენში აქცია 15 წლის ანარქისტის, ალექსის გრიგოროპოლუსის მკვლელობის 8 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემსადენი გაზი გამოიყენა. არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.