პუტინი ზელენსკის უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნებას ურჩევს

0
901

ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩია, მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნოს. ამის შესახებ tass წერს.

რუსეთის პრეზიდენტი ინიციტივით გამოვიდა, რომლის მიხედვით, ყველა უკრაინელს რუსული პასპორტის აღება უნდა გაუმარტივდეს. ​კერძოდ, პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მინიჭებას გულისხმობს.

საპასუხოდ, ზელინსკიმ თქვა, რომ მზად არის პუტინის რეჟიმისგან ტანჯულ რუს ხალხს უკრაინის მოქალაქეობა შესთავაზოს. ამის საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ უკრაინის ახლადარჩეულიპრეზიდენტი ადამიანის უფლებების დაცვას აპირებს, სჯობს ეს მიხეილ სააკაშვილით დაიწყოს.

“რაც შეეხება თავისუფლებას, ეს სჯობს დავიწყოთ არა რუსეთიდან, არა რუსებიდან, არამედ ქართველებიდან ან ყოფილი ქართველებიდან. მაგალითად, სამართლიანი იქნებოდა, თუ უკრაინის პასპორტს დაუბრუნებენ ადამიანს, რომელიც ადრე ქართველი იყო, ახლა კი თავს უკრაინელად თვლის, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს”,- თქვა პუტინმა.

ასევე ხაზი გაუსვა იმას  რომ, უკრაინას და რუსეთს ბევრი საერთო აქვთ და შეთანხმება შეუძლიათ. მეტიც, ორივე ქვეყნის მოსახლეობა ორმაგი მოქალაქეობით სარგებელს ნახავს.