9 წლის დედით და მამით ობოლი ემიგრანტის ემოციური გამოსვლა

0
773

9 წლის თეკლა ეკალაძემ რუსულ ნიჭიერში სიმღეღით ყველა აღაფრთოვანა და გულში ჩაიკრეს.ამწუხაროდ 3 წლის ასაკში მამა დაეღუპა, დედა კი თვითონ ჩააკვდა ხელში.შოუს “Ты супер!” ქართველი მონაწილე თეკლა ეკალაძე ფინალში ვერ გადავიდა, თუმცა მომზადებისა და პროექტში დაბრუნების პირობა დადო.

პროექტის არსებობის ორი წლის განმავლობაში შოუ 174 ნიჭიერ ბავშვს დაეხმარა საკუთარი ნიჭის გამოვლენასა და პროფესიონალურ კარიერაში საწყისი  ნაბიჯების გადადგმაში.რამოდენიმე მონაწილემ ოცნებაც აისრულა და ახლა მათ უკვე მზრუნველი მშობლები ჰყავთ. პროექტის პირველ სეზონში მონაწილეობდნენ ბავშვები საქართველოდან, რუსეთიდან, დსთ-ის ქვეყნებიდან და ბალტიისპირეთიდან: აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ლატვიიდან, მოლდოვიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან, ესტონეთიდან. ასევე საკუთარი ძალები მოსინჯეს სირიელმა და გერმანელმა ბავშვებმა.