საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით საქართველოში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობა არის ლგბტქი+ ადამიანების მხვრივ

0
805

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ლგბტქი+ ადამიანები თითქმის ყოველ ნაბიჯზე ეჩეხებიან პირისპირ – საერთაშორისო ორგანიზაციები მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით დაუშვებელია საქართველოს მოქალაქეთა დისკრიმინაცია სხვადასხვა, მათ შორის, სექსუალური ნიშნით, “ლგბტქი+ ადამიანები (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსექსუალი, ქვიარი, ინტერსექსი) პირისპირ ეჯახებიან დისკრიმინაციას, სიძულვილის ენას და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც არღვევს მათ უფლებებს, ლაღავს ღირსებას და რიყავს მათ საზოგადოებიდან”, – ამის შესახებ საუბარია საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებაში, რომელიც 17 მაისს, ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაავრცელეს.

განცხადების ავტორები არიან გაეროს მუდმივი კოორდინატორისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისები საქართველოში, ასევე, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, სლოვენია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობა და საქართველოში ევროსაბჭოს ოფისი. როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, საქართველოში ლგბტქი+ ადამიანების ძირითადი უფლებები კანონმდებლობით დაცულია, გარკვეული პროგრესიც მიღწეულია, თუმცა ეს გარანტიები, ძირითადად, “ქაღალდზე რჩება”. საერთო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ლგბტქი+ ადამიანები თითქმის ყოველ ნაბიჯზე ეჯახებიან პირისპირ. “ეს არის შემაშფოთებელი მიგნებები, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის ტრადიციას”, – აღნიშნავენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები. “ამგვარად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გადადგან მტკიცე ნაბიჯები, რათა კანონით გარანტირებული თანასწორობის რეალიზება პრაქტიკაშიც იყოს შესაძლებელი იმგვარად, რომ ყველა ადამიანმა, მათ შორის, ლგბტქი+ პირებმა შეძლონ თავიანთი უფლებებით სარგებლობა. ამ კონტექსტში ჩვენ აღვნიშნავთ, რომ კულტურული, რელიგიური და მორალური რწმენით, მათ შორის, უმრავლესობის, არ შეიძლება გამართლდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. დისკრიმინაციასთან, ასევე, სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებულ ძალადობასთან საბრძოლველად, ჩვენ მოვუწოდებთ ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავებისკენ, რომელიც ფოკუსირებული იქნება ტოლერანტობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.

ასეევ, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, რომ უზრუნველყონ ლგბტქი+ პირთა თავისუფალი შეკრების, მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლება. როგორც საქართველოს მეგობრები, აღნიშნული ორგანიზაციები გამოთქვამენ მზადყოფნას, დაეხმარონ საზოგადოების მრავალ აქტორს – მთავრობას, პარლამენტს, პოლიტიკურ ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოებას და საზოგადოების ავტორიტეტულ წარმომადგენლებს – ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულებაში. გარდა ამისა, ისინი მზად არიან, საქართველოს დაეხმარონ ისეთი საზოგადოების მშენებლობაში, სადაც დაფასებულია მრავალფეროვნება და “მდგრადი განვითარების მიზნების” სულისკვეთება, რომელიც “არავის ტოვებს მიღმა”

ავტორი ჟანა მეგრელიშვილი