ემიგრანტების რეაგირება ემიგრანტების დასახმარებლად

0
2557

ორიოდე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ძალადობის ფაქტის შესახებ ქართველი ემიგრანტის მიერ, რომელიც იმყოფება თურქეთის რესპუბლიკაში, კერძოდ სტამბულში. განცხადების ტექსტი იყო შემდეგი: მე პირადად დავიწყე ამ თემასთან დაკავშირებით კონტაქტების და დამხმარე ორგანიზაციების მოძიება, სულ რაღაც 2 დღეში მოხდა ყველანაირი ჩვენს ხელთ არსებული კავშირებით და მეგობარი ორგანიზაციების დახმარებით კონტაქტზე გასვლა საქართველოს საელჩოსთან თურქეთის სახელმწიფოში, მოხდა მოძიება ეგრეთ წოდებული ძალადობის მსხვერპლის საკონტაქტო ინფორმაციის და შედგა სატელეფონო საუბარი როგორც კონკრეტულ სუბიექტთან ასევე მის მეუღლესთან, რომლებიც საელჩოსთან სატელეფონო საუბარში უარყოფენ ძალადობის ფაქტს, მხოლოდ დაადასტურეს პრობლემა რომელიც ახლავს ბავშვის საბუთებს, რაც ხელს უშლის მის საზღვრის კვეთას, რომელსაც ამ ეტაპზე არ ახორციელებენ. საელჩოს თანამშრომლებმა სრული კონსულტაცია გაუწიეს ამ პრობლემის გადაჭრის. ყოველი ქართველი ემიგრანტის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა თითოეული ჩვენგანისთვის პრეროგატივაა! გულისხმიერებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრს და საქართველოს საელჩოს თურქეთის რესპუბლიკაში.  მე ყველა ემიგრანტი მტკივა!
მე ყველა ემიგრანტი მიყვარს!
ძალა ერთობაშია! ავტორი გიორგი ბერაძე