უკრაინის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება

0
781

უკრაინის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება, ცერემონიას სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაცია პრეზიდენტის პრესსამსახურში დაადასტურეს. ღონისძიება 20 მაისს გაიმართება. მანამდე, უკრაინული მედია იუწყებოდა, რომ ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციაზე საქართველოსთან ერთად ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, უნგრეთისა და მოლდოვის პრეზიდენტები არიან მიწვეულნი. ამავე ცნობის თანახმად, ინაუგურაციაზე რუსეთის დელეგაცია არ მიუწვევიათ. ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაამარცხა და ხმათა 73% მიიღო.

ავტორი:ჟანა მეგრელიშვილი