სამი ქართველი ევროპის ჩემპიონი სამბოში

0
991

სამი ქართველიევროპის ჩემპიონი სამბოში ესპანეთის ქალაქ ხიხონში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონატის გამარჯვებულები თორნიკე ჭოველიძე (62 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ ) გახდნენ, ვერცხლის მედლები ნინო ოძელაშვილმა (80 კგ) და ბექა ბერძენიშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედალს კი ირაკლი კუპატაძე (57 კგ) დაეუფლა. ჩემპიონატის პირველ დღეს ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები მინდია ლილუაშვილი (68 კგ) და ლევან ბერბერაშვილი (52 კგ) გახდნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.