როგორ იმოქმედა მიგრაციის კრიზისმა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებზე

0
971

26 მაისს კვირას ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგების მიხედვით კვლავ ევროკავშირის მომხრე პარტიები არიან უმრავლესობაში.

ევროპარლამენტში სულ 751 კანონმდებელია. ისინი მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის კანონმდებლობის შემუშავებაში და ევროკომისიის დამტკიციებაში. გარდა ამისა ევროპარლამენტი ირჩევს ევროკომისიის პრეზიდენტს და ამტკიცებს ევროკავშირის ბიუჯეტს.

2014 წლის არჩევნებთან შედარებით გაზრდილი მხარდაჭერა მიიღეს ულტრა-მემარჯვენე და პოპულისტურმა პარტიებმა.

იტალიაში ნაციონალისტური პარტიები ულტრა მემარჯვენე “ჩრდილოეთის ლიგის” პარტიამ მიღებული 34%-ით 28 ადგილი მოიპოვა.

საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა რენესანსის ალიანსმა ხმათა 22.5% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა ოპონენტმა, მარინ ლე პენმა და მისმა ულტრა-მემარჯვენე ანტი-საიმიგრაციო პარტიამ 24%.

უნგრეთში ვიკტორ ორბანმა განაცხადა, რომ “მიგრაციის წინააღმდეგ ახალი ერის დასაწყისია” მისმა პარტიამ 52% და ქვეყნის 21 ადგილიდან 13 მიიღო. „არჩევნებში გამარჯვება ნიშნავს, რომ უნგრელებმა მოგვცეს ჩვენ დავალება შევაჩეროთ ევროპაში იმიგრაცია“, – განაცხადა ორბანმა.ამასთან, ვიქტორ ორბანმა არ უპასუხა შეკითხვას, შეუერთდება თუ არა მისი პარტია იტალიის ულტრამემარჯვენე ვიცე-პრემიერის, მატეო სალვინის ალიანსს.

ბრექსითის პარტიამ, 56 ადგილი მიიღო.

ამ არჩევნებში მონაწილეობამ 51% გადააჭარბა. 20 წლის განმავლობაში წელს ყველაზე მეტი ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად ევროპარლამენტის არჩევნებზე.