27-29 სექტემბერს ქ. ოდესაში შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი ჩატარდა.

0
7753

2017 წლის 27-29 სექტემბერს ქ. ოდესაში (უკრაინის რესპუბლიკა), სარეკლამო სააგენტოს “МедиаКомпасс Украина” – ს ორგანიზებითა და უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შავი და აზოვის ზღვის ასოციაციის (BASPA) კოორდინაციით გაიმართა შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი 2017, რომელიც მოიცავდა მე-20 საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური გამოფენას «Transrail Ukraine 2017», სპეციალიზირებულ გამოფენას „კომერციული და მუნიციპალური ტრანსპორტი 2017“, გემთმშენებლობისა და ნავსადგურების განვითარების მე-14 საერთაშორისო გამოფენას «Одесса 2017» და მე-20 საერთაშორისო კონფერენციას ” უკრაინის სატრანსპორტო სისტემა ტრანსკონტინენტალური ტრანსპორტის სამარშრუტო სისტემაში”.

ზემოხსენებული კონფერენციის ფარგლებში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, IMO-ს საზღვაო ელჩი საქართველოში კაპიტანი მამუკა ახალაძე მიწვეული იყო ღონისძიების ერთერთი პანელის მოდერატორად, და ასევე  მიიღო მონაწილეობა ერთ-ერთი მომხსენებლის რანგში, სადაც ისაუბრა სააგენტოს მიერ გატარებულ წარმატებულ რეფორმებზე, მიღწევებზე და გამოცდილება გაუზიარა უკრაინელ კოლეგებს.