ევროპარლამენტში არის არჩეული, მაგრამ ქვეყნიდან გასვლის უფლება არააქვს

0
629

საბერძნეთში ევროპარლამენტის არევნებში პარტიამ ოქროს განთიადიმ მიიღო ხმების 4.85%, რაც ნიშნავს იმას რომ ბერძნულ ულტრა -მემარჯვენე ნაცისტურ პარტიას მიეცა საშუალება შეიყვანოს  ორი პარლამენტარი ევროპის პარლამენტში.

 

ხმების დათვლის პროცედურის თანახმად პირველ ადგილზე ოქროს განთიადის პარტიიდან ევროპარლამენტისთვის  იანის ლაღოსი არის არჩეული ,მაგრამ მას აკრძალული აქვს საბერძნეთის   დატოვება 2015წლის სასამრთლოს გადაწყვეტილების მიხედვით.

პარტია ოქროს განთიადის წევრების წინააღმდეგ საბერძნეთში აღძრულია საქმე, ამჟამად პარტიის თითქმის, მთელი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

2013 წლის 17 სექტემბერს, პარტია „ოქროს განთიადის“ წევრებმა 34 წლის ანტიფაშისტი და რეპერი პავლოს ფისასი მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა.ასევე საბერძნეთის სასამართლოში უამრავი ბრალდებაა წარდგენილი ამ პარტიის წინააღმდეგ ემიგრანტების მხრიდან რომლებზეც ამ დაჯგუფების (პარტიის) წევრები ძალადობდნენ სცემდნენ და აყაჩაღებდნენ.

2009 წლამდე საბერძნეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში თითქმის არანაირი ადგილი არ ეკავა. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც მძიმე ეკონომიკური კრიზისის გამო საბერძნეთის ხელისუფლებამ ეკონომიის მკაცრი ზომები დააწესა, რამაც უმუშევრობის დონის გაზრდა გამოიწვია. “ოქროს განთიადის” მზარდი პოპულარობის კიდევ ერთი მიზეზი მიგრანტთა ნაკადი გახდა. ბერძნული პოლიტიკური პარტიები “ოქროს განთიადთან” კონტაქტებისგან თავს იკავებენ.