იტალიის ციხეში ქართველმა ემიგრანტმა თვითმკვლელობა სცადა

0
1168

იტალიის ციხეში ქართველი ემიგრანტი სცემეს, დაასახიჩრეს და გაუპატიურებით ემუქრებიან-ინფორმაციას პატიმრის ადვოკატები ავრცელებენ. 32 წლის ქუთაისელი ანტონ ჭელიძის უფლებადამცველებმა ბრიფინგზე იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც ქართველ პატიმარს აქვს. მათი ინფორმაციით, პატიმარს იმ დანაშაულის აღიარებას სთხოვენ, რაც არ ჩაუდენია, სასჯელად კი აწამებენ. “ევროპის ცენტრში, იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2018 წელს ანტონ ჭელიძე დააკავეს. დაკავება ძალის გადამეტებით მოხდა და ორივე მხარემ დაზიანება მიიღო. იმის გამო, რომ არ აღიარა დანაშაული უთხრეს, რომ დაისჯებოდა. გადაიყვანეს იზოლატორში, აწამეს, შემდეგ ფლორენციის ციხეში სექსუალური უმცირესობების საკანში მოათავსეს და ეს გამოიყენეს დასასჯელად. შელახეს მისი ღირსება. ის მზად არის ნებისმიერი სამართლიანი სასჯელისთვის,ოღონდ ღირსება დაიცვას. არაადამიანური წამების მსხვერპლია არაბული წარმომავლობის პატიმრებისგან და ციხის თანამშრომლებისგან. სხეულზე აქვს დაზიანებები, თვითმკვლელობა, სცადა. ყველას ვალდებულებაა დავიცვათ უდანაშაულო ადამიანი,”-განაცხადა ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ.

 

ავტორი: ჟანა მეგრელიშვილი