ვარშავაში ქართველ სტუდენტებს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა

0
1302

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვარშავაში იმყოფება, ქართველ სტუდენტებს შეხვდა. ირაკლი კობახიძე სტუდენტებს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ასევე, პარლამენტის დღის წესრიგი გააცნო. მათთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმები ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი ფაქტორია. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსიაც. დღესვე, ირაკლი კობახიძემ ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპული სწავლების ცენტრში წაიკითხა ლექცია. პარლამენტის თავმჯდომარე ახალგაზრდებს საქართველოში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე, ასევე, ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა კითხვებსაც, რომლებიც, ძირითადად, ქვეყნის ევროპულ მომავალს, სამომავლო გეგმებსა და არსებულ გამოწვევებს ეხებოდა. ლექციის შემდეგ ირაკლი კობახიძემ, დელეგაციის წევრებთან ერთად, წმინდა გრიგოლ ფერაძის მემორიალი დაფა გვირგვინით შეამკო.