ემიგრანტი ხათუნა ბარათაშვილი ვერა-ციცინო ხარაბაძის სახლიდან გამოსახლების ასაცილებლად ბრძოლას აგრძელებს

0
2016

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ხათუნა ბარათაშვილი ვერა-ციცინო ხარაბაძის სახლიდან გამოსახლების ასაცილებლად ბრძოლას აგრძელებს და საჯარო განცხადებას ავრცელებს:,,მოგესალმებით ყველას და მოგმართავთ უდიდესი თხოვნით!.. მივმართავ ხელისუფლებას, ემიგრანტებს და სრულიად საქართველოს მოსახლეობას! ყველამ ვიცით ვერა-ციცინო ხარაბაძის ამბავი, ისიც ვიცით – რა შეიძლება მოხდეს, თუ მიმდინარე წლის 27 თებერვლამდე არ დაფარავს სესხს, მას სახლიდან გამოსახლება ემუქრება. ადამიანმა რომელმაც გაწირა თავის ცხოვრება, ჯანმრთელობა და დარჩა მხოლოდ სახლი, რომელშიც ცხოვრების საშუალება სამწუხაროდ არ ეძლევა. მე პირადად მქონდა ციცისთან კომუნიკაცია ამ ამბავთან დაკავშირებით და ზუსტად ვიცი, რა შეიძლება მოჰყვეს ამ ამბავს. ჩვენო ძვირფასო ხელისუფლებავ, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ეს თხოვნა გათვალისწინებული იქნება, რომ თქვენ მეტი შეგიძლიათ, ვიდრე ჩვენ – უბრალო ადამიანებს. გთხოვთ, დაგვეხმარეთ, დავეხმაროთ ციცის… ციცი, ჩვენ შენთან ვართ, მე მჯერა – ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ზუსტად ვიცი, არ გავწირავთ ერთმანეთს და ყველა ერთად კიდევ ერთ ადამიანს გადავარჩენთ, როგორც აქამდეც არაერთი გადაგვირჩენია.” – აცხადებს საზოგადოებრივად აქტიური ქართველი ემიგრანტი ქ-ნი ხათუნა ბარათაშვილი.